საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 52857

ფაქტი 52857

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების შემდეგ მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არსებულ სპეციალურ სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა და რკინიგზის საშუალო ტექნიკური სასწავლებლები  დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე დადგინდა თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნება, გორის სასულიერო სასწავლებლის საშუალო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთება  და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 52857; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .