საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55384

ფაქტი 55384

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა წაიკითხა დასკვნა მისთვის სარეცენზიოდ გადაცემული შემდეგი რუსული წიგნების შესახებ: „მოთხრობები მიწასა და ცაზე“, „მინდვრებისა და ტყეებისთვის მავნე მწერების შესახებ“, „მიწისძვრებსა და ცეცხლისმფრქვეველ მთებზე“, „სითბოსა და ჰაერზე“, „წყლის სამ ფორმაზე“, „საუბრები ბუნებაზე“ და „ღვთიურ სამყაროზე“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55384; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .