საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55393

ფაქტი 55393

1892 წლის 14 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განმარტა, რომ თბილისის ბანკისთვის დაფასების წესების შედგენისას იხელმძღვანელეს პეტერბურგში იმპერიის სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელთა კრებაზე მიღებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული საერთო გადაწყვეტილებებით, მაგრამ დაამატეს მცირეოდენი ნიუანსები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ილიამ ბანკის წევრებს შესთავაზა ამ წესების მიღება ერთი წლით და შემდეგ მათი გადახედვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55393; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .