საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55474

ფაქტი 55474

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვანო კიკაბიძე, სალომე ზამთარაძისა და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55474; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .