საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55501

ფაქტი 55501

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ერმილე ახვლედიანი, ბეგლარ კუხალაშვილი, პავლე დაშნიანი და სხვები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55501; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .