საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55720

ფაქტი 55720

1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს გიორგი საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოების ბიბლიოთეკას შესწირა: „სიბრძნე-სიცრუისას“ ხელნაწერი, ქართული ანბანი ხუცურითა და მხედრულით დაწერილი და დაბეჭდილი მოსკოვში 1825 წელს, ათანასე ნიქოზელის „შენდობის წიგნი“ და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55720; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .