საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 55785

ფაქტი 55785

1893 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 55785; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .