საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5609

ფაქტი 5609

განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო დაამუშავებს გეგმას, სად და როგორი სპეციალური სასწავლებელი უნდა დაარსდეს და მის განხორციელებას შეუდგება, როცა გამოირკვევა რესპუბლიკის ფინანსური მდგომარეობა; მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არს. სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა, ისევე როგორც რკინიგზის საშ. ტექნიკური სასწავლებელი თითოა საქართველოში, ამიტომ ორივე დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნების, გორის სასულიერო სასწავლებლის საშ. სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთების შესახებ და სხვ. მინისტრი შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება ტექნიკურ და პროფესიულ სასწავლებელთა შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5609; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .