საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5619

ფაქტი 5619

განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5619; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .