საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 56244

ფაქტი 56244

1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 56244; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .