საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 56257

ფაქტი 56257

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ჯაგუ მიმინოშვილი, იულო ჭანტურია, ვარლამ ნოდია და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 56257; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .