საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 56957

ფაქტი 56957

1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 56957; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .