საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57444

ფაქტი 57444

1906 წლის 25 ივლისამდე პეტერბურგში მყოფმა დავით სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხოვნით სასტუმრო „ევროპაში“ გამართა სადილი, რომელსაც დაესწრნენ სოციალ-დემოკრატი დეპუტატები: ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ალექსანდრე ცაგარელი, ივანე ზურაბიშვილი, მალაქია ბოლქვაძე. ილიამ მათ სთხოვა, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მხარი დაეჭირათ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნისთვის. დეპუტატები შეჰპირდნენ, რომ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57444; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .