საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57454

ფაქტი 57454

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს, 12 საათზე, დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, იაკობ გოგებაშვილის, ლალიონის, ნინო ორბელიანისას და სხვ. – მოსახსენებლად. სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე გომართელი, აკაკი პაპავა, პაოლო იაშვილი და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57454; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .