საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57460

ფაქტი 57460

1906 წლის 2 ივლისს სესხის ყოველთვიური პროცენტების გადაუხდელობის გამო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობამ გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულები საჯარო ვაჭრობით გაეყიდათ. ილიამ სთხოვა, მამულების გაყიდვა შეეჩერებინათ და თანხა ამავე ბანკის მიერ მისთვის დანიშნული პენსიიდან დაექვითათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57460; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .