საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57717

ფაქტი 57717

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსეთის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარეს მოსთხოვა ფოთში დაპატიმრებული გემის „Геркулес“ დაუყოვნებელი გათავისუფლება, რადგან ეს დაპატიმრება უარყოფდა ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომელიც რუსეთის ეროვნულ საბჭოს მისცა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და სურსათის სამინისტროებმა, გერმანიის სამხედრო მისიამ საქართველოში და თვით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა-თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ. ამავე დროს, რუსეთის ეროვნული საბჭოს აზრით, ამ ფაქტს შეეძლო ცუდად ემოქმედა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის დალაგებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57717; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .