საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57753

ფაქტი 57753

1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57753; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .