საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57755

ფაქტი 57755

1895 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო. გამგეობის წევრებთან ერთად მას ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57755; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .