საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57892

ფაქტი 57892

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. ვეშაპელის მუქარაზე, რომ მათ ჭკუა უნდა ესწავლებინათ რესპუბლიკის მთავრობისათვის, წერეთელს გერმანელი ფილოსოფოსის, ფიხტეს სიტყვები გახსენებია. ფიხტეს უთქვამს, რომ სამყაროში ყველაფერი ცუდი გზით ვითარდებოდა იმის გამო, რომ წესიერი ხალხი თავხედებს, როგორც წესიერებს ექცეოდნენ, ხოლო თავხედები მათ, როგორც თავხედებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57892; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .