საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57904

ფაქტი 57904

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა რევაზ გაბაშვილმა არ ინება უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლების წინაშე (გულისხმობდა ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს) ჯარის ნაკლოვანებაზე საუბარი. ამაზე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ ორატორის გასაგონად ბრძანა, რომ პარლამენტში არ იმყოფებოდნენ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57904; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .