საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57908

ფაქტი 57908

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა ჯარის ორგანიზებისათვის. მისი თქმით, ნამდვილი ორგანიზაციული საქმიანობა მხოლოდ ახლაღა იწყებოდა და ყველას, ვინც არა მხოლოდ ფრაზეოლოგიით, არამედ რეალურად იყო დაინტერესებული ამ საქმიანობით, აქტიური მონაწილეობით შეეძლო სახელმწიფოს დახმარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57908; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .