საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57909

ფაქტი 57909

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა ჯარის ორგანიზებისათვის. მისი თქმით, ქვეყანა ამაღლებულმა ფსიქოლოგიურმა განწყობამ მოიცვა და ბოლშევიკური მისწრაფებები ჩაანაცვლა სახელმწიფო აღმშენებლობის სულმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .