საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57910

ფაქტი 57910

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა ჯარის ორგანიზებისათვის. მისი თქმით, ანარქია ქვეყანაში აღკვეთილი იყო და ამ მძიმე ბრძოლაში სახალხო გვარდიასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა რეგულარული ჯარიც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57910; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .