საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57911

ფაქტი 57911

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა ჯარის ორგანიზებისათვის. თუმცა ამ რთულ გზაზე შექმნილი ყველა პრობლემის მოგვარება ერთი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო და ამიტომ გიორგაძეს აკვირვებდა ის საყვედურები, რომელიც მთავრობის მისამართით გაისმოდა პარლამენტის ტრიბუნიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57911; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .