საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57913

ფაქტი 57913

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელშიც სამხედრო უწყების წარმომადგენლებიც შედიოიდნენ. ეს კომისია ყოველდღიურად ანაწილებდა ხაზინიდან შემოსულ თანხებს და პირველ რიგში, სამხედრო სფეროს მოთხოვნებს ითვალისწინებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57913; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .