საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57916

ფაქტი 57916

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ გიორგაძემ დამსწრეთ განუმარტა, რომ ჯარის ორგანიზაციიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ნათლად გამოხატავდა მთავრობის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა რეალობის გათვალისწინებით ჯარის ორგანიზების სამუშაოს ბევრი სირთულე ახლდა თან. მათ შორის, სამხედრო უწყების ფინანსური მდგომარეობა, ჯარის შემადგენლობა და ა. შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57916; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .