საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57917

ფაქტი 57917

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ჯარის ორგანიზაციისათვის სპეციალური 10 მილიონიანი ფონდის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ჯარის ყველა გადაუდებული პრობლემის მოგვარებას. უკვე შემუშავებული შტატები საბოლოოდ დამტკიცდებოდა. სექტემბრიდან გაიზრდებოდა ოფიცერთა ხელფასები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57917; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .