საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57918

ფაქტი 57918

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ ჯარის ორგანიზაციის საკითხის მოსაგვარებლად გადაწყვიტა 10 მილიონიანი სპეციალური ფონდის შექმნა და ყველა ზომას იღებდა ამ ფულადი მარაგის შესავსებად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57918; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .