საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57919

ფაქტი 57919

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ გიორგაძემ დამსწრეთ განუმარტა, რომ ჯარის ორგანიზაციიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ნათლად გამოხატავდა მთავრობის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. გიორგაძის განაცხადებით, მთავრობა ყველა ზომას იღებდა, რომ ხაზინიდან შემოსული ფულადი თანხებიდან პირველ რიგში სამხედრო მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .