საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57920

ფაქტი 57920

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. საქართველოს სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ გიორგაძემ დამსწრეთ განუმარტა, რომ ჯარის ორგანიზაციიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ნათლად გამოხატავდა მთავრობის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. გიორგაძემ არ უარყო, რომ ჯარი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, თუმცა ეს მთლიანად სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობით იყო განპირობებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .