საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57922

ფაქტი 57922

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის თაობაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კანდელაკი ამტკიცებდა, რომ სამხედრო უწყებას ამისათვის კრედიტი გააჩნდა, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა ვეშაპელმა კი მკვეთრად გააკრიტიკა მთავრობა რეგულარული ჯარის ორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .