საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57923

ფაქტი 57923

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. კანონპროექტის განხილვისას დავით ვაჩნაძემ შესთავაზა პარლამენტს ფონდიდან 5 მილიონიანი თანხის გამოყოფა რეგულარული ჯარის ორგანიზებისთვის. ამაზე პროტესტი გამოთქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილე კანდელაკმა. მისი თქმით, არ იყო მართებული, თითქოსდა მთავრობა არ აქცევდა ყურადღებას ჯარის მოთხოვნებს. სამხედრო უწყებას თავისი სხვა, გაცილებით მსხვილი კრედიტები ჰქონია, ხოლო განსახილველი კანონპროექტის მიზანი სახელმწიფოს საგანგებო მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57923; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .