საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57926

ფაქტი 57926

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს მოხსენება 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულად წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყოლია დარბაზში. ჩატარდა კენჭისყრა, რომელსაც უნდა გაერკვია, კანონპროექტი სათარგმნელად დაებრუნებინათ თუ არა ფინანსური კომისიისათვის. კენჭისყრის შედეგად ეს წინადადება უარყვეს.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57926; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .