საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57927

ფაქტი 57927

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. ეროვნულ-დემოკრატები, გრიგოლ ვეშაპელის წინადადებით, კანონპროექტის სათარგმნელად ფინანსური კომისიისათვის დაბრუნებას მოითხოვდნენ. სოციალ-დემოკრატები, სერგო ჯაფარიძის ინიციატივით, ამის წინაამღდეგ გამოვიდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს მოთხოვნა ფორმალურ საფუძველზე იყო დამყარებული და მოხსენებაც სახელმწიფო ენაზე, კანონის მიღებამდე ყოფილა შემოსული. ეროვნულ-დემოკრატთა თქმით, მოთხოვნა სავსებით კანონიერი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57927; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .