საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57929

ფაქტი 57929

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა გაეთვალიწინებინა, რომ ასეთი დიდი თანხის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას ციფრული მონაცემები იქნებოდა საჭირო და მზად ყოფილიყო ამ მასალის სათარგმნელად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57929; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .