საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57930

ფაქტი 57930

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკმა განაცხადა, რომ რუსულ ენაზე გაჟღერებული ჩანაწერი სულაც არ იყო განკუთვნილი პარლამენტში წასაკითხად და რომ საქმისწარმოება მრავალ სამთავრობო დაწესებულებაში ჯერ კიდევ რუსულ ენაზე წარმოებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57930; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .