საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57933

ფაქტი 57933

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელი, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, სთავაზობდა პარლამენტარებს, დაებრუნებინათ კანონპროექტი ფინანსური კომისიისთვის ყველა მონაცემის ქართულ ენაზე თარგმნის მიზნით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57933; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .