საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57934

ფაქტი 57934

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელს პროტესტი გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარლამენტარების მიერ მიღებული კანონის თანახმად, საქმის წარმოება პარლამენტში სახელმწიფო ენაზე უნდა წარმართულიყო და ამ ფაქტით ისინი თვითონვე არღვევდნენ თავისივე მიღებულ კანონს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57934; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .