საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57935

ფაქტი 57935

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. მოხსენების დამთავრებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს განუცხადებია, რომ იგი იძულებული იყო დაეშვა ეს ფაქტი, რადგან მასალის ციფრული მონაცემები რუსულ ენაზე იყო მოწოდებული, ხოლო კანონპროექტის საჩქაროდ მიღების აუცილებლობის გამო არანაირი საშუალება არ იყო ამ მასალის თარგმნისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57935; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .