საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58046

ფაქტი 58046

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, ეს პირები უცხო ქვეყნების მოქალაქეები ყოფილან, ამიტომ თუ სამანდატო კომისია მათ მანდატებს აღიარებდა, მაშინ ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა უცხოელები მიიღებდნენ საქართველოს საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58046; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .