საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58048

ფაქტი 58048

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ წარგზავნილები უცხოელები იყვნენ. ასე, ახვერდოვი შუშის ოლქის დაბა აგდაბის მკვიდრი იყო, შარიფოვი – ქალაქ ნახინჩევანისა, კარაევი – შემახის, ხოლო ჰასან ზადე – ერევნისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58048; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .