საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58049

ფაქტი 58049

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელების წარმომადგენლები, აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე, რომლებიც არ იყვნენ საქართველოს მოქალქეები. სტატიის თანახმად, სამანდატო კომისიის მიერ ამ პირთა პარლამენტში საქმიანობის ლეგიტიმურობის აღიარება, პანისლამიზმის პოლიტიკის გაზიარებას ნიშნავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .