საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58050

ფაქტი 58050

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელების წარმომადგენლები: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, ორგანო, რომელიც თავის წარმომადგენლებს წარგზავნიდა პარლამენტში, უნდა შერჩეულიყო ეთნოგრაფიული პრინციპით. ამ დროს, ადგილობრივ მუსულმანთა ეროვნული საბჭო რელიგიური პრინციპით იყო შერჩეული. ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქე მუსლიმები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58050; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .