საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58051

ფაქტი 58051

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ ადგილობრივი თათრების წარმომადგენლები: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ ეროვნულ უმცირესობებს, ამიტომაც წარმომადგენლობის შერჩევა არა რელიგიური, არამედ ეროვნული ნიშნით უნდა მომხდარიყო. ასევე ორგანო, რომელიც თავის წარმომადგენლებს წარგზავნიდა პარლამენტში, უნდა შერჩეულიყო ეთნოგრაფიული პრინციპით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58051; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .