საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58057

ფაქტი 58057

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიის თანახმად, საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე გამოცხადებულ ადგილობრივი აზერბაიჯანელების წარმომადგენლებს, აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვს, ალი ჰაიდარ კარაევს, აბდულ აზიზ შარიფოვსა და ჰუსეინ ჰასან ზადეს დარბაზში დაუკავებიათ ეროვნულ უმცირესობათათვის განკუთვნილი ადგილები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58057; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .