საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58060

ფაქტი 58060

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობასთან დაკავშირებით. თუმანოვი აღნიშნავდა, რომ მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის საქმეში ჟორდანიას მუშათა კლასის ჰეგემონიაზე გათვლილი სქემა არანაირად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ მოცემულობას, რომლის გათვალისწინებით ქართველ ხალხს უწევდა ცხოვრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58060; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .