საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58063

ფაქტი 58063

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც მან განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის აღმშენებელთა სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა შეძლებოდათ და არა მოვლენათა კუდში ჩანჩალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58063; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .