საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58067

ფაქტი 58067

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, იქნებ ჟორდანია თვლიდა, რომ სახელმწიფოს ზედნაშენი არ უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მის ეკონომიკურ ბაზისთან. თუმანოვი არამარტო ჟორდანიას მოუწოდებდა ამ თემასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემურ საკითხზე ჩაფიქრებას, არამედ იმათაც, ვისაც ევალებოდა საკანანომდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58067; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .