საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58205

ფაქტი 58205

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ჟორდანიას დასახული გეგმა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ გათავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58205; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .