საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58206

ფაქტი 58206

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, მომავალში საქართველო, ეს წვრილი მიწათმფლობელობის ქვეყანა, იქნებოდა დემოკრატიული წყობისა, რომელშიც აისახებოდა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ განთავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .